понедельник, 11 апреля 2016 г.

,,ერთად ვესტუმროთ საქართველოს“

პროექტის  მთავარი  იდეა : პროექტი  ითვალისწინებს  ინფორმაციის  მოპოვებას  საქართველოს   სხვადასხვა   კუთხეების   შესახებ.

პროექტის   აქტუალობა: მოსწავლეები   გაეცნობიან  საქართველოს  კუთხეების  შესახებ  არსებულ  სხვადასხვა  სახის  ინფორმაციას.

პროექტის  მიზნები: პროექტის  მიზანია  ხელი  შეუწყოს  მოსწავლეებს  ისტის  დახმარებით  მონაცემთა  შეგროვებას  და  ქროექტის  პრეზენტაციას. მოსწავლეებმა  უნდა  ისწავლონ  თუ  როგორ  გაინაწილონ  ჯგუფში  ფუნქციები, როგორ  გაითვალისწინონ  ერთმანეთის  აზრი, როგორ  შეაჯერონ  მოპოვებული  ინფორმაცია  ისე, რომ  კვლევის  საბოლოო  პროდუქტი  სრულყოფილი  გამოვიდეს.

საგანი: ისტ
კლასი:  VI
მონაწილეთა   ასაკი:  11-12  წელი
ვადები/ხანგრძლივობა01.02.2016წ - 15/02/2016წ
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას:
მოსწავლეები  ისწავლიან  ისტის  დახმარებით  როგორ  მოიპოვონ  და  წარმოაჩინონ  მასალები, გამოთქვან  საკუთარი  აზრი  მოპოვებულ  მასალებზე. გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს თემებიდან გამომდინარეგაეცნობიან  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხის  ისტორიას, ბუნებას, წესჩვეულებებს.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  სახელმძღვანელოწიგნებიინტერნეტიდან  ამოღებული  მასალები. კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია.



პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):
კლასი  გავყავი  ჯგუფებადავირჩიე  ლიდერი, თითოეულ  ჯგუფს   გავუნაწილე  დავალება  მოიძიონ  მასალები და ფოტოსურათები  საქართველოს  ერთერთი   კუთხის  შესახებ:
I ჯგუფი: მოიპოვებს   ინფორმაციას   ქართლის  შესახებ.
II ჯგუფი: მოიპოვებს   ინფორმაციას    კახეთის   შესახებ.
III ჯგუფი: მოიპოვებს  ინფორმაციას   გურიის   შესახებ.
IV ჯგუფი: მოიპოვებს  ინფორმაციას   აჭარის   შესახებ.
Vჯგუფიმოიპოვებს   ინფორმაციას   იმერეთის  შესახებ.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციებს:
,,ერთად ვესტუმროთ საქართველოს“
პირველი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პრეზენტაცია: ,,შიდა ქართლი''
მეორე ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პრეზენტაცია: ,,კახეთი''
მესამე ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პრეზენტაცია: ,,გურია''
მეოთხე ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პრეზენტაცია: ,,აჭარა''
მეხუთე ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პრეზენტაცია: ,,იმერეთი''
საგნებთან/საგნობრივ   ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: ქართული.

ქართ.VI. 4. მოსწავლე  მონაწილეობს   საკლასო  და  სასკოლო   დისკუსიებში.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:

ჯგუფებთან  ერთად  ამზადებს   სადისკუსიო  გამოსვლას: დამოუკიდებლად  დაამუშავებს    საკითხს, მოიძიებს   ინფორმაციასშეიმუშავებს    თვალსაზრისრომელსაც  გააცნობს  და   შეუთანხმებს  ჯგუფის  წევრებს;


გამოდის   წყვილისჯგუფისა  თუ   კლასის  მომხსენებლის   როლში  და   ითვალისწინებს   და   გამოხატავს  მათ  საერთო  აზრს;
საუბრისას  შემოიფარგლება  კონკრეტული  თემით  და  თავს  არიდებს  ზოგად  საკითხებზე  მსჯელობას;

პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ისტ-ის პედაგოგი  მაია გოგავა
ელ. ფოსტა: mgogava2000@gmail.com