вторник, 5 апреля 2011 г.

ინტერნეტის როლი თანამედროვე მასწავლებლის პრაქტიკაში











1. პროექტის სახელი: ინტერნეტის როლი თანამედროვე მასწავლებლის პრაქტიკაში
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ეთმობა ინტერნეტ– რესურსების გამოყენებას სასწავლო პროცესში.
3.პროექტის სრული აღწერა:მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, რაც ინტერნეტ–ტექნოლოგიების დახვეწას და ყოველდღიურობაში მის გამოყენების აუცილებლობას უკავშირდება. ინტერნეტის როლი საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო პრიცესშიც იზრდება. ამას სკოლების კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.პროექტის მიზანია როგორც სკოლის აიტ მენეჯერმა სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისათვის მასწავლებლებს დავეხმარო სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენონ ინტერნეტი.რამდენიმე სხვადასხვა საგნის მასწავლებელს შევკრიბავ კომპიუტერულ ლაბორატორიაში და ჩავატარებ მოკლე ტრენინგებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისარგებლოს მასწავლებელმა ესა თუ ის საიტი.განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ ისეთ საძიებო სისტემებზე, როგორიცაა You Tube და google.ge, ასევე შევთავაზებ გეოგრაფიის მასწავლებელს google.gom, ამ გვერდის საშუალებით მოსწავლეები დააკვირდებიან ციურ სხეულებს.ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შევთავაზებ იუთუბი ვიდეო და აუდიო ფაილებისათვის განკუთვნილ ვებგვერდს.ამ გვერდზე სასურველი შინაარსის ვიდეოს მოძებნა ადვილად შეიძლება.მაგალითად თუ მასწავლებელს სჭირდება რომელიმე მწერლის დაუშვათ გალაქტიონ ტაბიძის ვიდეო ფაილი ის საძიებო ველსჰი ჩაწერს გალაქტიონ ტაბიძე და დააწკაპუნებს საძიებო ღილაკზე.იუტუბის გამოყენებას შევასწავლი ტექნიკური საგნის მასწავლებელსაც. მაგალითად მათემატიკის მასწავლებელს შეეძლება ზოგიერთი თეორემების დამტკიცების სხვადასხვა ვარიანტის მოძიება.
4. მონაწილეები: პედაგოგები
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. მოსალოდნელი შედეგები:პედაგოგები შეეცდებიან უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ საკუთარი გაკვეთილები, თავისუფალი დრო გამოიყენონ შემეცნებით და შემოქმედებით საქმიანობაში.შეეჩვევიან ტექნიკასთან მუშაობას.
7. სასარგებლო სხვებისათვის: მოსწავლეები მიიღებენ სასურველ ინფორმაციას კონკრეტულ საგანში.მოსწავლეები თვითონ შეეცდებიან მოიძიონ ახალი ინფორმაციბი. შეეჩვევიან ტაქნიკასთან მუშაობას.თავისუფალ დროს გაატარებენ კომპიუტერულ ლაბორატორიაში. გაიღრმავებენ ცოდნას.
8. სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან: არა
9. პროექტის ფალსიტატორი: ნაბაკევის საჯარო სკოლის იატ მენეჯერი მაია გოგავა.
ელ. ფოსტა mgogava@gmail.com
T.851 32 62 04

ვებგვერდის მისამართი maiagogava.blogspot.com