среда, 9 июня 2010 г.















პროექტის სახელი: ჩემი სოფელი ნაბაკევი“
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ეთმობა სოფელ ნაბაკევს, მის ისტორიულ წარსულს, გეოგრაფიულ მდებარეობას, კულტურის ძეგლებს, ზოგადად ჩემი სოფლის – ნაბაკევის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანი არის ჩემი დახმარებით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ მოსწავლეებმა იმ სოფლის შესახებ სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და ცხოვრობენ. შეაგროვონ რაც შეიძლება მეტი ისტორიული ფაქტები, მოიძიონ ფოტო და ვიდეო მასალები სოფლის ღირსესანიშნავი ადგილების შესახებ. შეხვდნენ სოფლის უხუცესებს, უშუალოდ მათგან გაიგონ ისეთი მოვლენები და ფაქტები თავიანთი სოფლის შესახებ, რომლებიც არ არის ცნობილი.
შეხვდნენ სოფლის წინამძღვარს და მისგან მიიღონ ინფორმაცია სოფელში მოქმედი ტაძრის შესახებ. მოახდინონ შეგროვებული ინფორმაციის დამუშავება და კომპიუტერში შეტანა.
საჭიროების შემთხვევაში დაიხმარენ ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებს. ასევე ბავშვები მასწავლებლების დახმარებით გააკეთებენ საკუტარი სოფლის რუკას.
4. მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობა: მოსწავლეები მუშაობენ ერთ ჯგუფად. მოიძიებენ საჭირო მასალებს, გადაიღებენ ფოტოებს, ვიდეომასალას. მინაცებნებს სეიტანენ კომპიუტერში, გააკეთებენ მოპოვებული ფოტოსურათებით პრეზენტაციას, ეს პრეზენტაცია ნაჩვენები იქნება სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში, პროექტორის გამოყენებით, დაესწრებიან როგორც სკოლის პედაგოგები ასევე მთელი სკოლის მოსწავლეები.
7. მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები მიიღებენ მეტ ინფორმაციას საკუთარი სოფლის შესახებ, ჩაერთვებიან მოსწავლეები შემეცნებით და შემოქმედებით საქმიანობაში, მიიღებენ გამოცდილებას რათა მომავალში გააკეთონ მსგავსი პროექტები, ასევე ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაიღრმაონ ცოდნა, გამოიყენონ თავისუფალი დრო სწორად და მიზანმიმართულად. ასევე ეჩვევიან ტექნიკასთან მუშაობას.
8. სასარგებლო სხვებისთვის: მიიღებენ სასურველ ინფორმაციას სოფელ ნაბაკევის შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: არა
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობის დროს მოხდება ინტეგრირება ისტორიისა და გეოგრაფიის საგნებთან.
12. პროექტის ფალსილიტატორი:
ნაბაკევის საჯარო სკოლის
საინფორმაციო მენეჯერი მაია გოგავა
ელ. ფოსტა: mgogava2000@gmail.com.
ტელეფონი: 577652653

ვებ.გვერდის მისამართი: maiagogava.blogspot.com